ხულოში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა

ხულოში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატს, საარჩევნო უბანზე მისულ ირაკლი ჯორბენაძეს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა, რის გამოც 15 წუთის განმავლობაში ხმას ვერ აძლევდა.

მოგვიანებით კი მან საკუთარი არჩევანი ხულოს პირველ სარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ოპოზიციონერი კანდიდატი ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა. ჯორბენაძის განცხადებით, საქართველოში სახელისუფლებო ცვლილებები აუცილებლად მოხდება.

“წინასაარჩევნო პერიოდმა ცხადყო, რომ ხალხი არის ცვლილებების მოლოდინში და სწორედ ამას მივეცი ხმა. ხულო არის ცვლილებების მოლოდინში და ქვეყანაში აუცილებლად ცვლილებები განხორციელდება. საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვარ, რომ ხალხს დაუბრუნდება ის რაც მათი საკუთრებაა და ესაა საქართველო”,- განაცხადა ირაკლი ჯორბენაძემ ხმის მიცემის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად