„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი სოფელ დუისში მალხაზ მაჩალიკაშვილი იქნება

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი სოფელ დუისიდან მალხაზ მაჩალიკაშვილი იქნება. ინფორმაცია ჟურნალისტებთან საუბარში პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ დაადასტურა.

მისი თქმით, ბრძოლის წინა ხაზზე უნდა იყოს ყველა, ვისაც ქვეყანა უყვარს.

„ხომ იცით, რომ იქნება? თქვენც უნდა იყოთ. ყველა უნდა იყოთ და ყველა კანდიდატი ხართ. ყველანი ბრძოლის ავანგარდში დგახართ, ვისაც ეს ქვეყანა გვიყვარს, ამ ქვეყნის მომავლის არსებობა მოგვენატრა და არა ღრმა ჭაობში ყოფნა. ყველა ადამიანი არის თანასწორი და როგორ არ უნდა იყოს. ყველა უნდა იყოს ბრძოლის წინა ხაზზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები
იტვირთება...