“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ მისი პარტია ყოველთვის ძალადობის წინააღმდეგი იყო

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ მისი პარტია ყოველთვის ძალადობის წინააღმდეგი იყო. ის ირაკლი კობახძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ჩვენ ვართ პარტია, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია არსებობს და ამ ქვეყნის პოლიტიკის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ნაწილია, თუ ძირითადი არა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ძალადობის წინააღმდეგი. ვინც უნდა ჩაატაროს კვლევა ამასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოების აზრს გაიგებს, რომ ძალადობის წინააღმდეგია ყველა ადამიანი, ყოველი ოჯახი.

~ეს არჩევნებიც უნდა ჩატარდეს ისე, რომ „ქართული ოცნება“ მშვიდობიანად, ეკონომიკური ექსცესების გარეშე, ყოველგვარი არეულობის გარეშე გავისტუმროთ ოპოზიციაში. ჩვენი პარტიის ერთადერთი და სწორი მიდგომა არის ეს მიდგომა“, – განაცხდა ზოდელავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად