“ნაციონალური მოძრაობის” ახალი კამპანია – დაავალე მიშას!

“ნაციონალურმა მოძრაობამ” საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალი აქცია – “დაავალე მიშას” დაიწყო. ამის შესახებ პარტიის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

აქციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა დავალება, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი კანდიდატები ამომრჩევლისგან მიიღებენ, პარტიის პრემიერობის კანდიდატამდე, მიხეილ სააკაშვილამდე მივა.

“მაჟორიტარები შემოივლიან ყველა სოფელს, რაიონს და უშუალოდ თქვენგან მიიღებენ  დავალებებს, რომელიც სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას. ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სწორედ ეს რჩევები და დავალებები იქნება ის გზავნილები, რომლითაც უნდა დავიწყოთ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა. ყველა დავალება გადაეცემა ჩვენი პრემიერობის კანდიდატს და შემდგომ მიხეილ სააკაშვილი თავად მოგახსენებთ თავის გეგმას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც მოსახლეობაში დაგროვდა – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად