ნიშანდობლივია რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ზეიმობს „ვარდების რევოლუციას“ და არა გიორგობას, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვკითხოთ გირგვლიანის, მოლაშვილის, გამცემლიძისა და სხვა მრავალი ასეულობით დაღუპულის და სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკვდინებული ახალგაზრდის ოჯახებს - არის თუ არა „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავი საზეიმო თარიღი“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.