“ნაციონალური მოძრაობა” თამარ ჟვანიას 30 მაისს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში, ინტერპელაციის წესით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას იბარებს.

თამარ ჟვანია ვალდებულია, პარლამენტში გამოცხადდეს 30 მაისს და გასცეს პასუხი შეკითხვას: რატომ არ ახდენს რეაგირებას ცესკო იმ დარღვევებზე, რაც ხდება საარჩევნო პროცესში.

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ IPRESS-სთან საუბრისას განაცხადა

“ასევე გვექნება შეკითხვები ზუგდიდში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ცესკოს როლზე. ბეჭდების იმ ადამიანებისთვის გადაცემაზე, რომლებსაც შეეძლოთ ისინი არჩევნების გასაყალბებლად გამოეყენებინათ.

არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ბეჭდები ოჯახებში ინახებოდა და არავინ იცის, რამდენ ბიულეტენს დაარტყამდნენ ამ ბეჭედს და როგორ მოხდებოდა კარუსელების დატრიალება. ზოგადად, მიგვაჩნია, რომ ცესკო გადაიქცა “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ნაწილად და გახდა მხარე”-განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...