„ნაციონალური მოძრაობა“ რუსულ თამაშებში ჩართვას არ აპირებს, საერთოდ არ მაინტერესებს ეს საკითხი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის მმართველი პარტიის და ბიძინა ივანიშვილის ბინძური თამაშები, რომელშიც ჩართვას არ ვაპირებ. საერთოდ არ მაინტერესებს ეს საკითხი, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს საკითხი არ არის მნიშვნელოვანი. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იმპიჩმენტის საკითხი არის ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის ბინძური თამაშები, ამის განხილვაც კი, როდესაც მედიაში აქტუალური თემაა, აწყობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და რუსულ პარტიას, ერთადერთი მიზეზით, პასუხები რომ გვაქვს საზოგადოებას მისაღები შოვთან დაკავშირებით, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე – რუსული ხელიუფლება ცდილობს, ასეთი თემებით, რომელიც არ არის ჩემთვის საინტერესო, რაღაცნაირად მოახერხოს და გადაფაროს ეს თემები. რაც შეეხება უცხოურ მედიაში გასულ ინფორმაციას, ეს არის სპეკულაცია, პირდაპირ, თამამად, ცალსხად შემიძლია გითხრათ და მიიღეთ ეს პასუხი. „ნაციონალური მოძრაობა“ რუსულ თამაშებში ჩართვას არ აპირებს“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.