ოზურგეთის მერიამ და საკრებულოში “ქართული ოცნების” უმრავლესობამ დაამტკიცა ბავშვთა ფეხბურთის მხარდაჭერის მიზნით შემუშავებული პროგრამა, რომელიც ოზურგეთის “მერცხალში” ბავშვთა მიმართულების დაფინანსებას და გაძლიერებას გულისხმობს.

მას შემდეგ, რაც ოზურგეთის მერიამ საფეხბურთო კლუბ “მერცხალში” “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს კონტრაქტები აღარ გაუგრძელა და კლუბში ახალი მენეჯმენტი შევიდა, “მერცხალმა” ზედიზედ არაერთ წარმატებას მიაღწია. სავარაუდოდ, სწორედ ამით არის გაღიზიანებული“ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ამტკიცებდა რომ წინა მენეჯმენტი, რომლის დროსაც კლუბს არცერთი წარმატებისთვის არ მიუღწევია - შეუცვლელი იყო და ოზურგეთის მერს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებდა.

ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს