A1 ბანერი

“ნაციონალური მოძრაობა” ბსუ-ს რექტორის გადადგომას ითხოვს

 ბათუმის ორგანიზაცია სახელმწიფო უნივერსიტეტის დაუყონებლივ გადადგომას ითხოვს. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან” აღნიშნული მოთხოვნა დღეს საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა.

ელგუჯა ბაგრატიონი რექტორის, მერაბ ხალვაშის პოსტის დატოვების მიზეზად უკრაინის პრეზიდენტის მიერ გუშინ გამოცემულ განკარგულებას უკავშირებს, რომელის იხედვითაც ე.წ “შავ სიიაში” საქართველოს ორი მოქალაქე,მათ შორის უნივერსიტეტის რექტორიც აღმოჩნდა. მეორე კი ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმის თანამშრომელია. ბაგრატიონი  ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან განმარტებებს  ითხოვს, მოხდა თუ არა საკითხის შესწავლა და დაუკავშირდნენ თუ არა უკრაინის ხელისუფლებას.

“შემთხვევით არ ხდება ასეთი სიების შედგენა, მასში ჩართულია სპეცსამსახურები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ინფორმაციაც. სამწუხაროა, რომ უკრაინის შავ სიაში საქართველოს ორი მოქალაქე მოხვდა და ორივე ბათუმელია. რექტორმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს, ის ადრეც იყო შემჩნეული პრორუსულ ღონისძიებებში მონაწილეობაში,” – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

უკრაინის ე.წ. შავ სიათან დაკავშირებით, რომლებზეც პრეზიდენტმა გარკვეული სანქციები დააწესა და აღნიშნულ მოქალაქეებს  ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, გუშინ გააკეთა განმარტებები ბსუ რექტორმა. მერაბ ხალვაში მომხდარს გაუგებრობას უწოდებს და ელოდება განამრტებებს რა გახადა მისი სიაში მოხვედრის მიზეზი, მაშინ როცა უკრაინაშიც კი არ არის ნამყოფი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...