ნატოს გენერალურმა მდივანმა უკრაინის კრიზისში ჩარევაზე უარი თქვა

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მტკიცებით, "უკრაინის კრიზისი არ შეიძლება გადაწყდეს სამხედრო ძალის გამოყენების გზით, ამიტომ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კრიზისში არ ჩაერევა",-ამის შესახებ მან Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სეპარატისტების მხარდაჭერას აგრძელებს და ბოლო დროს, მძიმე ტექნიკას აწვდის. 

"რუსეთი არღვევს საერთაშორისო ნორმებს, არღვევს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს. რუსეთი აქტიურად უჭერს მხარს სეპარატისტებს. მათი განვითარება შესაძლებელია მხოლოდ მათი მხარდაჭერით. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ შეიარაღების ის სახეობა, რომელიც სეპარატისტებს გააჩნიათ, წარმოადგენენ უახლეს მოდელებს. ამასთან, ნატოს მონაცემებით, ბოლო პერიოდში უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გაიზარდა მძიმე ტექნიკის მიწოდება",-განაცხადა სტოლტენბერგმა. 

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, არეულობები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო, ქვეყნის ხელისუფლებამ კი აღნიშნულ რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და ბოევიკების მხარდაჭერის გამო, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ, ავსტრალიამ, იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, საპასუხოდ რუსეთმა აღნიშნული ქვეყნებიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტი აკრძალა/შეზღუდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად