ნატოს გენერალი: “გრძელდება ზეწოლა საქართველოზე, იქ შეიძლება გარკვეულ მოვლენებს ველოდოთ”

 "ჩვენ ასევე ვხედავთ გარკვეულ ქმედებებს მოლდოვაში, გრძელდება ზეწოლა საქართველოზე, ასე რომ, იქაც შეიძლება ველოდოთ გარკვეულ ქმედებებს”,- ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესმა მთავარსარდალმა ევროპაში, გენერალ ფილიპ ბრიდლავმა უცხოურ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მის განცხადებას iPress.ua და სხვა უცხოური მედიასაშუალებები ავრცელებენ. 

როგორც ნატოს გენერალმა აღნიშნა, პუტინმა უკრაინაში საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწია. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ვერ შეაჩერებენ.

"არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ჩვენთაგანი შეიძლება იყოს დარწმუნებული იმაში, რომ პუტინმა უკრაინაში საკუთარ მიზნებს მიაღწია. მე არ მჯერა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ შეაჩერონ რუსები აღმოსავლეთ უკრაინაში.

ჩვენ ასევე ვხედავთ გარკვეულ ქმედებებს მოლდოვაში, გრძელდება ზეწოლა საქართველოზე, ასე რომ, იქაც შეიძლება ველოდოთ გარკვეულ ქმედებებს",-განაცხადა ბრიდლავმა.

ამასთან, როგორც ბრიდლავმა აღნიშნა, რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა თავდაცვითი სფეროს ხარჯები. მისივე თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გაშუქებისას, პუტინმა "შესანიშნავი დეზინფორმაციის კამპანია დაიწყო".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად