ნატოს გამანადგურებლის ჩამოვარდნის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში ნატოს სამხედრო წვრთნების დროს, გამანადგურებლის ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა,-ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

F-16-ის ტიპის გამანადგურებელი საბერძნეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა და კატასტროფის შედეგად, დაღუპულთა შორის 2 პილოტიც ფიქსირდება. უცხოური მედიის ცნობით, შემთხვევა ესპანეთში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე მოხდა.

მომხდარის კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით არ სახელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...