NATO თურქეთის მიერ რუსული S-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შეძენით შეშფოთებულია

ნატო-ს უცნობი წარმომადგენლის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შეშფოთებული არიან იმით, რომ თურქეთს რუსული S-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გადაეცა. მისი სიტყვებს სააგენტო AFP, ტელეარხი CNN-ი და გამოცემა The New York Times-ი ციტირებს.

მისი ვინაობა არ ხმაურდება. როგორც წყარომ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას, რა აღჭურვილობა შეიძინონ, ბლოკი “შეშფოთებას გამოთქვამს, რადგან თურქეთის გადაწყვეტილებას S-400 სისტემის შეძენის შესახებ შესაძლოა, პოტენციური შედეგები მოჰყვეს”.
თუმცა, რა შედეგებზეა საუბარი, ალიანსის წარმომადგენელი არ აკონკრეტებს.
როგორც CNN აღნიშნავს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ახლა შესაძლოა ვაშინგტონმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.

დღეს, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ რუსული S-400-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი თურქეთს გადასცეს.

“FSMTC- ი ადასტურებს, რომ S-400 სისტემების თურქეთისთვის მიწოდება დაიწყო, მხარეები გეგმის რეალიზაციაზე ხელსაყრელ დროს შეთანხმდებიან”, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ ანკარას უკვე გადაეცა S-400- ის პირველი კომპონენტი.
S-400- ის მიწოდების თაობაზე ხელშეკრულება თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა. ვაშინგტონმა ანკარას აშშ-ს მიერ მომზადებული საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენა შესთავაზა, მაგრამ თურქეთის ხელისუფლებამ რუსული კომპლექსი აირჩია. საპასუხოდ, შეერთებული შტატები დაიმუქრა, რომ მეხუთე თაობის F-35 ტიპის გამანადგურებლის თურქეთისთვის მიწოდებას შეწყვეტს. პენტაგონის განცხადებით, ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემის ფარგლებში C-400- ის გამოყენების საშიშროებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად