ნატო შეშფოთებულია ყარაბაღში შექმნილი ვითარებით და მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

ნატო გამოხატავს შეშფოთებას მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების გამო და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს ანკარაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ. იუწყება TASS.

“ჩვენ ძალზე ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ყარაბაღში არსებულ ვითარებას. კონფლიქტის მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მოლაპარაკებების გზით მივიღოთ მშვიდობიანი ვითარება”, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად