ნატო-ს ოთხი გემი ოდესაში ჩავიდა

ნატო-ს ოთხი გემი ოდესის საზღვაო სადგურში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ოდესაში ჩასულ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გემებს შორისაა: ESPS Sella ესპანეთიდან, Roz Lupu Dinescu რუმინეთიდან, BGS Shkval-ი ბულგარეთიდან და ITS Numana იტალიიდან.

განცხადების თანახმად, გემების ჩასვლა “მეგობრულ ვიზიტს” უკავშირდება, ისინი ოდესაში ერთი კვირის განმავლობაში იქნებიან.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დასძინა, რომ 30 ოქტომბერს ნატოს დელეგაცია გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მეთაურობით ოდესაში ჩადის.

13 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე, ლვოვის მახლობლად საერთაშორისო სამხედრო წვრთნები Rapid Trident-2019 ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, პოლონეთმა, თურქეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად