NATO-ს გენერალური მდივნისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ორმხრივი შეხვედრა დაიწყო

ამ წუთებში, თბილისში, პარლამენტის შენობაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ორმხრივი შეხვედრა დაიწყო.

შეხვედრა მედიისთვის დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. 

ცნობისთვის,  საქართველოს მთავრობის მოწვევით, საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი იმართება. დელეგაციას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელებს, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

კომენტარები
იტვირთება...