ნატო-მ სარაკეტო ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე აშშ-ს მხარი მტკიცედ დაუჭირა

ნატო-ს ქვეყნები მიიჩნევენ, რომ მოსკოვის მიერ რაკეტსაწინააღმდეგო შეთანხმების დებულებების შეუსრულებლობა ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. ალიანსი ვაშინგტონის მიერ ამ შეთანხმებიდან გასვლას მხარს უჭერს. ამის შესახებ ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“მოკავშირეებმა საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, აშშ-ს ვალდებულებების შეწყვეტას მხარი დაუჭირეს და  რუსეთს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს სრულ შეთანხმებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი რისკების საპასუხოდ, თავისი ხელშეკრულების ვალდებულებების შეჩერებას ცდილობს.

“მოკავშირეები აშშ-ს ამ ნაბიჯს მხარს დაუჭერენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ალიანსის წევრები აღნიშნავენ, რომ ისინი რუსეთთან დიალოგისთვის ღია არიან.

2018 წლის 4 დეკემბრის შემდეგ, ვაშინგტონმა  მოსკოვი INF- ის ხელშეკრულების დარღვევასა და  სარაკეტო სისტემის განვითარებაში დაადანაშაულა. ნატო სინანულს გამოთქვამს, რომ რუსეთი ხელშეკრულების დარღვევას განაგრძობს და ნაკირს ვალდებულებებს უგულებელყოფს.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულების დარღვევის გამო, რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღების საკითხს განიხილავს.

“ჩვენ გადავდგებით ნაბიჯი სამხედრო რეაგირებისთვის (რუსეთის მიერ დადებული ხელშეკრულების დარღვევისთვის). ვაპირებთ, ნატო-სა და ჩვენს სხვა მოკავშირეებთან, პარტნიორებთან ერთად ვიმუშაოთ, რათა რუსეთის მხრიდან რაიმე სახის უკანონო ქმედებები აღვკვეთოთ”, – განაცხადა ტრამპმა.

მისი განმარტებით, ვაშინგტონი 2 თებერვლიდან საშუალო და მოკლე რადუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებაში მონაწილეობას შეაჩერებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...