NATO-მ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყო

ამის შესახებ “ნატოს” წარმომადგენელმა გაზეთ france24-ს განუცხადა.

როგორც ალიანსში აღნიშნავენ, ამ პროცესის თითოეულ ნაბიჯზე კოალიციური ჯარების უსაფრთხოება იქნება მთავარი პრიორიტეტი. ნატო-ს განცხადებით, პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომას მიმართავენ.

„ძალების გაყვანის პროცესში „თალიბანის“ ნებისმიერ თავდასხმას ძლიერი პასუხი მოჰყვება. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ჯარების გაყვანა დასრულდება რამდნიმე თვეში“, – აცხადებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

შეგახსენებთ, რომ აპრილის შუა რიცხვებში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ძალებს 11 სექტემბრისთვის, 2001 წლის ტერორისტული თავდასხმებიდან 20 წლისთავისთვის გაიყვანს, რასაც მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპისგან კრიტიტა მოჰყვა, რადგან ის ავღანეთიდან ჯარების გაყვანას პირველი მაისისთვის გეგმავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...