სტოლტენბერგი: ნატო ეცდება ვაქცინის სამართლიან მიწოდებაში საკუთარი როლი შეასრულოს

კოვიდ-ვაქცინის უფრო დიდი დოზით შემოსვლასთან ერთად, ამიტომ, ნატო აქტიურად იმშავებს, რათა ვაქცინა და სხვა აუცილებელი პრეპარატები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს მთელი ევროპის მასშტაბით და იზრუნებს, რათა მასზე თანაბრად მიუწვდებოდეს ხელი მსოფლიოს გარშემო მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს.

რიგის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტემბერგმა, კოვიდ ინფექციის შედეგად წარმოქმნილი საკითხებისა და პრობლემების გადაჭრის გზებს  ცალკე ყურადღება დაუთმოს, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში საკმაოდ რთულ საკითხად რჩება ინფექცასთან ბრძოლის გზაზე აუცილებელი ინვენტარის სწორი რედისტრიბუციის საკითხი, არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც მსგავსი მარაგება პანდემიის დაწყებამდე ჰქონდათ, თუმცა აქვე იყვნენ ისეთები, რომლებსაც ეკონომიკური მდგომარეობა არ აძლევდა რეზერვის შექმნისთვის აუცილებელ რესურსს, შესაბამისად, გენერალური მდოვანი იაზრებს ჩრდილო ატალნტიკური ორგანიზაციის როლს უწყვეტი მიწოდების რგოლის შექმნის პროცესში და მოუწოდებს წევრ ქვეყნებს უფრო მეტი ყურადღება გამიჩინონ საკუთარი პარტნიორების მიმართ აღნიშნული პრობლემის გააზრების დროს.

ჟურნალისტის დასმული კითხვაზე მიაჩნია თუ არა, დიდი ქვეყნების მხრიდან შედარებით სუსტი სახელმწიფოების მიმართ გამოჩენილი ნიჰილიზმი განსაკუთრებით პანდემიურ რეალობაში პრობლემად სტოლტენბერგი პასუხობს: ,, ბუნებრივია, მე ეს ყველაფერი დიდი პრობლემად მიმაჩნია, პანდემიის საწყის ეტაპზე საკმაოდ აქტუალური იყო პირბადეებისა თუ სამედიცინო ხელთათამანების ნაკლებობა ევროპის გარშემო, დღესდღეისობით ეს პრობლემა ასე თუ ისე მოგვარებულია და ევროპულ სახელმწიფოებს აღარ უწევთ  ინვენტარის ჩინეთიდან ექსპორტი, თუმცა კვლავ აქტუალურად რჩება სხვა სახის სამედიცინო აღჭურვილობის თუ მედიკამენტების ნაკლებობის პრობლემა, იგი, სავარაუდოდ, უფრო გაღრმავდება კოვიდ-ვაქცინის უფრო დიდი დოზით შემოსვლასთან ერთად, ამიტომ, ნატო აქტიურად იმშავებს, რათა ვაქცინა და სხვა აუცილებელი პრეპარატები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს მთელი ევროპის მასშტაბით და იზრუნებს, რათა მასზე თანაბრად მიუწვდებოდეს ხელი მსოფლიოს გარშემო მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს.

საუბრის ბოლოს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატოს ამჟამინდელი პოლიტიკა და მხოლოდ საბრძოლო ინვენტარის ჯაჭვის უწყვეტობაზე კონცენტრირება შეიძლება შეცდომად ჩაითვალოს, ორგანიზაცია იაზრებს აღნიშნულ პრობლემას და შეეცდება მსგავსი ჯაჭვები პროდუქტებისა და სამედიცინო ინვენტარის სფეროშიც შექმნას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად