ნატო ჩხეიძე: თემირლან მაჩალიკაშვილი შემოაკვდათ და არ აღიარებენ, ამაშიც დავწრმუნდი

პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე მიიჩნევს, რომ  თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე მთავრობას გადაიყოლებს.

ამის შესახებ ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ამ გაზაფხულზე პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელთან დახურული შეხვედრა იყო.
მანამდე- მის მოადგილეათან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იყო შეხვედრა, ისიც დაზურული.ორივეგან, კომიტეტზეც და სესიაზეც ძირითადად მაჩალიკაშვილის საქმეზე იყო მწვავე კითხვები.

სესიისთვის პრეზენტაციაც ჰქონდათ მომზადებული, სქემებით, დიაგრამებით, რუკებით და ფოტომასალით დამშვენებული. საპრეზენტაციო ფილმმა და პასუხებმა უფრო მეტი კითხვა და უნდობლობა გამოიწვია.

მათი სუსტი, არადამაჯერებელი არგუმენტები რომ საზოგადოებას არ მოესმინა, – ეს იყო სესია-კომიტეტის დახურვის მიზეზი, – ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი.

თემირლან მაჩალიკაშვილი შემოაკვდათ და არ აღიარებენ, ამაშიც დავწრმუნდი. ბრალდებულადაც ვერ შერაცხავენ, მტკიცებულებები არ აძლევთ ამის საშუალებას, ამაშიც დავწრმუნდი.

და რა მტკიცებულებებიც მოეპოვებათ, იმას მედიაშიც კი ვერ გაამჟღავნებენ, იმდენად სუსტია;
ამიტომ სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებას ეფარებიან და საზოგადოებას
სესიის დახურვით, დეპუტატებს კი დახურული სესიის გაუთქმელობით გვბლოკავენ.

მაჩალიკაშვილის საქმე ამ მთავრობას გადაიყოლებს, ვეთანხმები თემირლანის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს.  ქვეყანა გაუძლებს. მყარი იმუნიტეტი აქვს ჩვენს სამშობლოს გაძლებისა”-წერს პარლამენტარი.

ცნობისთვის: დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს იმ მოტივით, რომ პროკურატურამ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება ვერ დაადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად