ნატო ჩხეიძე: სააკაშვილთან კონტაქტი მე არ მაქვს, ზაზა ოქუაშვილს აქვს… მოსკოვში ჩემ ვიზიტზე კითხვები არ დასმულა

სააკაშვილთან კონტაქტი მე არ მაქვს, ზაზა ოქუაშვილს აქვს… მოსკოვში ჩემ ვიზიტზე კითხვები არ დასმულა, – ამის შესახებ “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელმა ნატო ჩხეიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.

“არა, სააკაშვილთან მე არ მაქვს კონტაქტი. ზაზა ოქუაშვილს აქვს. ახლა მეც გავბრაზდები და მაინც არ გეტყვით, ვისთან შეთანხმებით გადაწყდა ჩემი მაჟორიტარობის კანდიდატობა”, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

კითხვაზე, – მაჟორიტარების კანდიდატების საკითხს ჩვენი ინფორმაციით სააკაშვილი წყვეტს და რუსეთთან თქვენს კავშირებზე კითხვები არ დასმულა? თუნდაც ის, რომ “პატრიოტთა ალიანსთან” ერთად იყავით ან ის, რომ თქვენ მეუღლეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, მათ შორის რუსეთისაც? – რაზეც ნატო ჩხეიძე პასუხობს, რომ ეს კითხვები არ დასმულა.

“თუ ეს თქვენთვის გასაკვირია, თქვენ გიპასუხებთ ამ კითხვებზე. ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. თუ მოხდება, რომ იმ ბლოკს თუ იმ პარტიას, როდესმე იტყვიან მოსკოვში წასვლაზე, მე არც მაშინ ვიტყვი უარს. რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსთან” ერთად ვიზიტს, ვიცოდი, რომ ოპოზიციური პარტიის ვიზიტს, არანაირი გავლენა არ ექნებოდა. ეს უფრო იყო ჩემი ინტერესის საგანი”, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად