ნატო ჩხეიძე პროკურატურაზე: პროფესიონალიზმის მისხალიც აღარ შერჩათ ამდენ ცამპა-ცუმპაში…

გაერთიანებული ოპოზიცია – “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ნატო ჩხეიძე ნიკა მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას სოციალურ ქსელში Facebook ეხმაურება:

“გადაიხადოს მელიამ და გამოვუშვებთო, –
თავიან- ფეხიანად პოლიტიკაში ჩაფლული პროკურატურა ამბობს.
და რაღა გადაიხადოს?..
ხომ დააპატიმრეს, რომ არ გადაიხადა…
არ იხდი და დაგაპატიმრებთო.
არ გადაიხადა.
დააპატიმრეს.
ახლა რაღას ითხოვენ?..
მესამე გირაოა?..

ძალიან აჭრილები არიან.

პროფესიონალიზმის მისხალიც აღარ შერჩათ ამდენ ცამპა-ცუმპაში…” -წერს ნატო ჩხეიძე.
შეგახსენებთ: პროკურატურამ “ნაციონალური მოძრაობის” დაკავებულ ლიდერთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში, ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მივმართავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...