ნატო ჩხეიძე ნიკა მელიას: რომ გამოხვალ ციხიდან, მერე კი გნახავ და ერთი კარგი კონიაკიც ჩემზე იყოს

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ნატო ჩხეიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის დღეს პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოსთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა “დემოკრატიისთვის” გამოყო, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“მგონი ერთადერთი ვარ ოპოზიციიდან, ნიკა მელია ციხეში რომ არ მომინახულებია😊

პ.ს. სიზმარში რომ ვნახე მელია ამ ერთი თვის წინ და დავწერე ფბ-ზე, იმისთანა გნიასი ატყდა, ბოტებ-ტროლების და მათ აყოლილი პირების მიერ, რომ ახლა ცხადში რომ ვნახო, წარმომიდგენია, რა ამბავი მოყვება🤣

ასე, რომ – არ ვნახავ

თუმც, რომ გამოხვალ ციხიდან ნიკა, მერე კი გნახავ და ერთი კარგი კონიაკიც ჩემზე იყოს🍷” – წერს ნატო ჩხეიძე.

კომენტარები
იტვირთება...