ნატო ჩხეიძე: დღევანდელ ვითარებაში მთავრობის კონტროლი არ ხორციელდება, აქედან არის ის კორუფცია, რომელიც ანგრევს ქვეყანას

პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” წევრი, ნატო ჩხეიძე “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი დაპირება ხალხისადმი არის მთავრობის კონტროლი.

“პირველ რიგში რასაც ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას, ეს არის პარლამენტის კონტროლი მთავრობაზე და მთავრობის განაწილებულ ბიუჯეტზე.

როდესაც ბიუჯეტი განაწილდება ისე, რომ არ წავა კონკრეტული ადამიანების ანგარიშებზე და წავა ხალხისკენ, ეს გააუმჯობესებს ხალხის ყოფას.

დღევანდელ ვითარებაში ეს კონტროლი არ ხორციელდება, აქედან არის ის კორუფცია, რომელიც ანგრევს ქვეყანას, აჩანაგებს და აღატაკებს მოსახლეობას”, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...