ნატო ჩხეიძე და მისი ძმა, მწერალი როსტომ ჩხეიძე ბლოკის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” საარჩევნო სიაში მოხვდნენ

ქართველი მწერალი როსტომ ჩხეიძე საარჩევნო ბლოკ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” პროპორციულ სიაში 25-ე ნომერია.

ამავე ბლოკის პროპორციულ სიაში რიგით მე-13 ნომერია ასევე მწერლის და,  ნატო ჩხეიძე, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრი პარტია  “პატრიოტთა ალიანსის” სიით გახდა, რომელიც მან 2018 წლის სექტემბრის თვეში დატოვა. შესაბამისად, დეპუტატმა საპარლამენტო ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსიც” დატოვა და დღემდე დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსს ინარჩუნებს.

შეგახსენებთ: ნატო ჩხეიძე ტელეკომპანია “იბერიის” მფლობელი “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მეუღლეა.

“ომეგა ჯგუფი” 2018 წელს  ხელისუფლებას ადანაშაულებდა კომპანიისთვის ფინანსური პრობლემების შექმნის გზით “იბერიის” ხელში ჩაგდების მცდელობაში.

თავის მხრივ, საქართველოს მთავრობაში აცხადებდენ, რომ “ომეგა ჯგუფი” მედიასაშუალებით მანიპულირებს, რათა თავი აარიდოს საბიუჯეტო დავალიანების გადახდას.

საარჩევნო ბლოკმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” საარჩევნო  სია 150 წევრიანი პარლამენტისთვის 177 პირით დააკომპლექტა. “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” პროპორციული, 177 წევრიანი სრული სია

ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად