ნატო ჩხეიძე: ჩვენ გრაალის მცველები ვართ! ახლა ნიკა მელიაშია ლამის განსხეულებული გრაალის თასი

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ნატო ჩხეიძე აცხადებს, რომ 17 თებერვლის დილის შემდეგ, ენმ-ის ოფისში მორიგეობის სია დგება, ვინ რა დროს უნდა იყოს ოთახში, ოთახთან, დერეფანში, სხვა ოთახებში, ეზოში, ეზოს გარეთ.

“ბევრნი ვართ, თანამებრძოლებიც, აქტივისტებიც,
ამომრჩევლებიც, თანამგრძნობნიც…
ვინც ჩაწერეს და გაანაწილეს ყოველი დღის ყოველი საათის მიხედვით, ეს ცალკე და თავისით, ენთუზიაზმით და მომავლის რწმენით ვინც მოდის თუ დგას, ეს კიდევ ცალკე.

– აქ უნდა ვიყოთ სულ დღედაღამ და დავიცვათ ნიკა და ქვეყანაო, ამბობს… – აღარც ვიცი, ვინ და რომელი, ყველა ამბობს.
– რამდენნი ვართ ეს “გრაალის მცველები”- მეთქი, ვამბობ მე.
და სწორადაც ვამბობ.
ჩვენ გრაალის მცველები ვართ!
ახლა ნიკა მელიაშია ლამის განსხეულებული გრაალის თასი:)
პერანგში ყოფილა დაბადებული ეს ნიკა მელია:)
თეთრი შურით გვშურს გარშემომყოფებს, მაგრამ რა ვქნათ:)
ჩვენ მცველები ვართ,
გრაალის მცველები!..
ვიცავთ სამართალს, ზნეობას, თავისუფლებას, სამშობლოს!..
გრაალის მცველობაც მეტი რა არის?..
ერთი საუკუნის წინ, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ როცა გრიგოლ რობაქიძემ და “ ცისფერყანწელებმა” გრაალის თასი საქართველოს სიმბოლოდ დასახეს და თავიანთი თავი და თანამგრძნობნი – გრაალის მცველებად, – მას შემდეგ ვებრძვით რუსულ ოკუპაციას და რუსულ გავლენას და აღარა კმარა?..
ახლა მაინც უნდა გავიმარჯვოთ!..
ჩვენ გრაალისმცველები ვართ!
ყველა, ვისაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის მომავალი გვაღელვებს!..
ჩეენ მიზანი გვაქვს!
სიმართლის, სიწმინდის, ზნეობის,თავისუფლების – სამშობლოს დაცვა და გადარჩენა!..

ამიტომაც ჩვენ გავიმარჯვებთ!..
საუკუნეა ვიბრძვით!..
მოვიდა დრო!” – წერს ნატო ჩხიძე სოციალურ ქსელში Facebook.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად