ნატო ჩხეიძე: ბატონო გიორგი, სად ვითვალოთ თქვენი წერტილები?!

ბატონო გიორგი, სად ვითვალოთ თქვენი წერტილები?! – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერს გიორგი გახარიას პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ. იქამდე კი პარლამენტში სიტყვით პრემიერი გამოვიდა.

“მე რომ მქონდეს იმის მოლოდინი, რომ თქვენ ნათლად და მიუკიბ-მოუკიბავად უპასუხებდით შეკითხვებს, მაშინ გკითხავდით – რა დახმარებას ჰპირდებით ემიგრაციიდან დაბრუნებულ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ოჯახებს კი არა, საკუთარ თავებსაც ვეღარ ინახავენ, რა ცნობებს მოელით მათგან? ან შეგიკეთხებოდით, მადლობისა და ტაშის შემდეგ რა დახმარება შეგიძლიათ გაუწიოთ დღე და ღამე მომუშავე სამედიცინო პერსონალს და განსაკუთრებით დაბალ სამედიცინო პერსონალს, რომელიც მიზერულ თანხად მუშაობენ? ან რა მიზანი ჰქონდა თქვენ საბჭოს, რომელმაც სახლებში წიგნის მიტანა აკრძალა ხაჭაპურსა და ხინკალთან ერთად თუ მსგავსად. მთელ მსოფლიოში წიგნი განათლების, ნუგეშისა და ფსიქოლოგიური წნეხის მოხსნის საშუალება იყო. ჩვენთან კი ეს არ გახლდათ.

აღარ შეგეკითხებით იმას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში რატომ ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი ბიუჯეტი კრიზისის შესაბამისად შეცვლილი, ხოლო რაც გაკეთდა ნეპოტიზმისა და კორუფციის უამრავ კითხვის ნიშნებს შეიცავს. ბიუჯეტის ცვლილებები არ წარმოდგენილა მუდმივი დაპირების მიუხედავად. კიდეც რომ გკითხოთ, თქვენგან მოვისმენ მენტორულ პასუხებს, რომ ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ, ეს კითხვა უზარობაა, მასკარადია და ბოლოს აუცილებლად იტყვით “წერტილი”, სად ვითვალოთ თქვენი წერტილები, ამიტომ არც კი ვიცი, უნდა მოვისმინო თუ არა თქვენი წერტილები. ძნელბედობაა ბატონო გიორგი და თქვენი წერტილები ვერაფრით დაეხმარება მოსახლეობას. მაინც დაველოდებოდი ჩემ შეკითხვებზე თქვენ პასუხებს”, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად