ნატო ჩხეიძე: არ გამიკვირდება ძალიან მოინდომოს გაქრობა და ბიძინა ივანიშვილმა სახის ოპერაციაც გაიკეთოს (ვიდეო)

„ვაშინგტონ პოსტს“, როდესაც ტრამპის მაგალითი მოჰყავს და ადარებს, რაღაც კუთხით ბიძინა ივანიშვილს, ამას კარგად უნდა დაუკვირდნენ „ქართული ოცნების“ წევრებიც. იმიტომ რომ ტრამპი პოლიტიკურ წრეებში არის უკვე ნეგატიური ფიგურა და იმდენად ნეგატიური, რომ მისი იმპიჩმენტის პროცესს ბოლომდე მიიყვანენ. გასაგებია, რომ აღარ არის პრეზიდენტი, მაგრამ მას რომ აღარ ჰქონდეს მცდელობა და საშუალება იმისა, კიდევ დაბრუნდეს პოლიტიკაში.” – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, “პატრიოტთა ალიანსის” ყოფილმა წევრმა ნატო ჩხეიძემ ტელეკომპანია “მთავარის არხის” გადაცემა “დღის სტუმარში” განაცხადა.

“ეს არის იმის მინიშნება, რომ ამ სახის ლიდერები აღარ უნდა იყვნენ მმართველობაში. ტყუილად არ იყო ეს შედარება.

ამიტომ ივანიშვილის მცდელობები, როგორიც არ უნდა იყოს… სურვილები აქვს, რაღა თქმა უნდა, რომ დაიმალოს. მე არ გამიკვირდება, ისე ძალიან მოინდომოს გაქრობა, რომ სახის ოპერაციაც გაიკეთოს, ძალიანაც რომ არ უყვარდეს თავისი თავი, მერე გვაძებნინოს ჩვენ, სად არის ივანიშვილიო, რომ არავის აღარ უნდა ახსოვდეს ივანიშვილი, თუმც მისი არსებობა უნდა იცოდეს რამდენიმე ადამიანმა, რომელზეც გავლენას მოახდენს. ასე ნამდვილად ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ „მთავარი არხის“ ეთერში,

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად