ნატკენ მუხლებში შენახული მიწა – ლევან ფანცხავას ბლოგი

იმ დრომდე დავწერთ, ვილაპარაკებთ ვიდრე ბოლოჯერ ამოვისუნთქებთ და ეს ბოლოჯერ არ იქნება არასოდეს.

ასე, ადგებიან და საკუთარი სახლებიდან ისე გვყრიან, ისე…. არც ვიცი რა უნდა დავარქვა ამას.

მაგდებს და პერიმეტრს ზომავს და ჩვენივე მიწაზე გვინსაზღვრავს რომელ ზღვარს არ უნდა გადავცდეთ.

დიახ, ორი დღის წინ ნაყიდი ზეთი, შაქარი და მარილი ხის თაროზე შემოდებული დაგვრჩა ყველას, როცა გვითხრეს რომ სწრაფად უნდა დაგვეტოვებინა ჩვენივე სახლი, სადაც გავიზარდეთ, რომლის ეზოშიც გადატყაულ მუხლებს სულს ვუბერავდით და ახლა ის მიწა, იმ გადატყაულ და მერე შეხორცებულ მუხლებში ნაწილაკებად დაგვრჩა მხოლოდ.

ისიც წაგვართვეს, მუჭა-მუჭა გვართმევენ და ჩვენ ისინი მაინც ვერ გაგვგუდავენ მავთულხლართებით. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა ვიყვიროთ მაგრამ ზოგჯერ რაღაც გვემართება.

ხო, მე ვთვლი, ალბათ თვენც რომ ყველას სახლი და ეზო წაიღეს გუგუტიანთკარიდან.

რა ვქნათ? რა გავაკეთოთ? ხმამაღლა ვთქვათ რომ ოკუპანტების ადგილი ამ ქვეყანაში არ არის. და რა, ვის ესმით, მათ არა, სხვას არა, ანუ აზრი არ აქვს?

აზრი აქვს, თან ძალიან დიდი, მთავარია არ გავჩერდეთ, მთვარია ამ მოვიგუდოთ, არ შევეგუოთ, სუნთქვა არ შევწყვიტოთ, უკან არ დავიხიოთ და ჩვენ შევძლებთ, გუგუტიანთკარში იმ ეზოს ბოლოს მუხლები ისევ გადავიტყაოთ, როგორც ბავშვობაში და ნატკენზე ხელებაფარებულმა კარგად შევინახოთ ეს მიწა, ისე მაგრად რომ სისხლში გაგვიჯდეს და ხელი არასოდეს გავუშვათ.

შევძლებთ, აუცილებლად!!!

#რუსეთიოკუპანტია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...