ნათია ტრაპაიძემ “რუსთავი 2” დატოვა

ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი ნათია ტრაპაიძე სოციალურ ქსელში წერს.

“The end … ეს ურთულესი გადაწყვეტილებაც მივიღე, დასრულდა ჩემი ცხოვრების ჯადოსნური სამყარო. არ ვიცი ხვალიდან ცხოვრება როგორ უნდა გავაგრძელო, მაგრამ ამასაც ვისწავლი- ბოლო-ბოლო ჩემს შვილებს მაინც გავიცნობ ❤️”- წერს ნათია ტრაპაიძე.

ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საგანგებო პრესკონფერნციაზე განაცხადა, რომ  “რუსთავი 2”-დან საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე გადაცემა “არჩევანის” წამყვანი გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი, გადაცემა “ნანუკას შოუს” წამყვანი  ნანუკა ჟორჟოლიანი და გადაცემა “კვირის აქცენტების” წამყვანი  ეკა კვესიტაძე სამსახურიდან გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი 21:00 საათიანი “კურიერი” პტოტესტის ნიშნად დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა პირდაპირ ეთერში დატოვეს.

შეგახსენებთ, დღეს “კურიერის” 12:00 საათიანი, 15:00 საათიანი და არც 18:00 საათიანი “კურიერი”  ეთერში არ გასულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...