ნათია თურნავა: ტრანსპორტი ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური თემაა, რესტორნებზე წინ დავაყენებდი

ტრანსპორტი ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური თემაა, რესტორნებზე წინ დავაყენებდი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური თემა. მე რესტორნებზე წინ დავაყენებდი ამ საკითხს. მაგრამ აქაც შეჯერებული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, აქ არის გარკვეული რაციონალი, ჩვენ თუ რეგიონ-რეგიონ ვხსნით და ვიცით, მაგალითად, რომ აჭარა მწვანეა, რაღაც ბარიერები უნდა არსებობდეს. იტალიაშიც არის რეგიონები, სადაც მწვანეა და საქალაქთაშორისო საშვები კონტროლდება.

აქედან გამომდინარე, ეტაპობრივად და დადებითობის მაჩვენებლის მკაცრი მონიტორინგით, ჩვენ შევძლებთ, რომ თანდათან გავხსნათ ეს ინდუსტრია, თუმცა სანამ არ არის პანდემია დამარცხებული, ვერც მოულოდნელობები და ვერც სიურპრიზები რომ არ იქნება, ამის გარანტიას ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად