ნათია თურნავა: თითოეული რესტორნის მაგიდასთან ხომ ვერ დავაყენებთ თითო მაკონტროლებელს? რესურსი არ ეყოფა

თითოეული რესტორნის მაგიდასთან ხომ ვერ დავაყენებთ თითო მაკონტროლებელს? ჩვენზე მდიდარი სახელმწიფოს რესურსიც არ ეყოფა ამას, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სავაჭრო სექტორმა წინასაახალწლოდ გამოცდა ხუთიანზე ჩააბარა. მინისტრი ამბობს, რომ ზაფხულთან შედარებით სამოქალაქო თვით შეგნება გაზრდილია და 75% პირბადეს ატარებს, რაც ბიზნესის ეტაპობრივად გახსნის შესაძლებლობას იძლევა.

“ვერცერთმა ჩვენზე გაცილებით ძლიერმა სახელმწიფომაც ვერ შეძლო თავისი რეპრესიული აპარატითა და ადმინისტრაციული ღონისძიებებით მოეხდინა ზემოქმედება ვირუსის გავრცელებაზე და ყველა სახელმწიფოს ამა თუ იმ დოზით დაჭირდა სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები, ლოკდაუნი და ახლაც ვხედავთ ამ გამკაცრებას, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ შემოწმებები და მონიტორინგი არ აღწევს ამ მიზანს. ხომ არ შეიძლება რომ თითოეული რესტორნის მაგიდასთან დავაყენოთ თითო მაკონტროლებელი. ამას ვერცერთი ჩვენზე მდიდარი სახელმწიფოს რესურსი არ ეყოფა.

ჩენ ვთხოვთ რესტორანს და საკმაოდ მაღალი ჯარიმებია. ამის მიუხედავად ხდება ამის დარღვევა. მარტო რესტორანიც ვერ გაუმკლავდება ამას. ადამიანების თვითშეგნება ახლა უფრო ამაღლებულია ზაფხულთან შედარებით, როდესაც სერიოზულად ვერ აღიქვამდნენ ამ საფრთხეს. ახლა უკვე 75%-ია პირბადის ტარება, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ვისაუბროთ ეტაპობრივ გახსნაზე. დღეს შევხვდით ყველაზე მეტად პრობლემაში მყოფ ბიზნესს, რომელიც 1 თებერვლიდან არ იხსნება. 1 თებერვლიდან გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავხსნათ სავაჭრო სექტორი. დღეს იყო საუბარი იმაზე, რომ ვაჭრობამ ხუთიანზე ჩააბარა გამოცდა წინასაახალწლო პერიოდში”- განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად