ნათია თურნავა: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი რეალურ ბრენდად იქცა

„საქართველო ოდითგანვე იყო ცნობილი, როგორც კარიბჭე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც აერთიანებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფორუმი წელს მესამედ ტარდება დედაქალაქში და მისდამი ინტერესი სულ უფრო იზრდება.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უკვე რეალურ ბრენდად იქცა. წელს ჩვენ მესამედ ვმასპინძლობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას. როგორც იცით, ჩამოსულია 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი მონაწილე. ფორუმი სხვადასხვა ქვეყნებს საშუალებას აძლევს, იმსჯელონ ასეთ ფორმატში მთავრობებს შორის, ბიზნესს შორის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან დერეფნის მომავალზე, როგორ გავხადოთ ის უფრო მიმზიდველი, უფრო კონკურენტუნარიანი როგორც ტვირთებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის, ტურისტებისთვის, საინფორმაციო ნაკადებისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად