ნათია თურნავა: შოთა ბურჯანაძის კრიტიკა უსამართლოა, გამყრელიძე და მისი კოლეგები გმირები არიან

შოთა ბურჯანაძის კრიტიკა ამირან გამყრელიძის მიმართ უსამართლოა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გამყრელიძე და მისი კოლეგები ჩვენი დროის გმირები არიან და ამის არდანახვა არ შეიძლება.

“ბატონი შოთას [შოთა ბურჯანაძე, რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი] კრიტიკა მაირან გამყრელიძის მიმართ უსამართლოა. ჩვენ ვთანამშრომლობს ბატონი შოთას ასოციაციასთან და ბევრი სასიკეთო პროექტიც განგვიხილავს და ბიზნესის სასარგებლო პროექტიც მიგვიღია. მათ შორის “აწარმოე საქართველოში” და ა. შ. ერთი რამე ცხადია, ბატონი ამირანი და მისი კოლეგები ჯანდაცვის სექტორი არიან ჩვენი დროის გმირები, რადგან ასეთი დონის პანდემიას შევეჯახეთ ჩვენ და მსოფლიო. ამ ადამიანების შრომის არდანახვა არ შეიძლება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ამირან გამყრელიძე გააკრიტიკა. შოთა ბურჯანაძემ ასეთი განცხადება გააკეთა:

“საზოგადოებას არ ვაკადრებ და რა გავიმეორებ იმ სიტყვებს, რაც ამირან გამყრელიძემ ბრძანა შეხვედრაზე, საიდანაც ჩანს როგორი მიდგომა აქვს. არა, არაკორექტულობაზე არ ვლაპარაკობ, შინაარსზე მაქვს საუბარი. შინაარსი იყო საბჭოთა მენტალური აზროვნების, რომ ყველა ადამიანმა თავის თავს თვითონ უნდა მიხედოს და ამ შეთხვევაში სახელმწიფოს ზრუნვა ზედმეტია, რადგანაც არსებული სიტუაცია პრობლემაა. განვითარებულ სამყაროში ვერცერთ ანალოგს ვერ ვპოულობ, სადაც სახელმწიფო არ ზრუნავს ადამიანებზე”, – თქვა შოთა ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად