ნათია თურნავა: შემდეგი შეიძლება იყოს ფიტნესდარბაზები, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო

“ფიტნესცენტრებს და სპორტულ კომპანიებს და ვინც ამ ინდუსტრიაში ჩართული უფრო მძიმე მდგომარეობა აქვთ, ვიდრე თუნდაც კვების ინდუსტრიას, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, მთავრობამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ სპორტულ ინდუსტრიას დაუსუბსიდიროს სესხის პროცენტი.

“ფიტნესცენტრებს და სპორტულ კომპანიებს და ვინც ამ ინდუსტრიაში ჩართული უფრო მძიმე მდგომარეობა აქვთ, ვიდრე თუნდაც კვების ინდუსტრიას, რომელიც 15 თებერვლიდან ღია სივრცის სახით გაიხსნება. ფიტნესებს რაც შეეხება, ჯერჯერობით ამ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ, ვაკვირდებით ეპიდვითარებას და აქედან გამომდინარე, მთავრობამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ შევუმსუბუქოთ სპორტულ ინდუსტრიას ეს პერიოდი როდესაც გაჩერებულები არიან და დავუსუბსიდიროთ სესხის პროცენტი, რაც არ იქნება ნეიტრალიზაცია ნეგატიური ზეგავლენის, რაც გაჩერებულ ბიზნესს ემართება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის და ტვირთის ნაწილს მაინც შევუმსუბუქებთ.

საკმაოდ დიდი აქტივობა გავხსენით, 1, 8 და 15 თებერვლიდან, დავაკვირდებით ეპიდვითარებას და შემდეგი შეიძლება იყოს ფიტნესდარბაზები, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...