ნათია თურნავა: სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებას არ ვგეგმავთ

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანები სუბსიდიებულია, საქართველოს მთავრობა ამ ეტაპზე ამას არ გეგმავს.

“ჩვენ ვმუშაობთ რკინიგზასთან ერთად, მათ შორის ევროკავშირის რეკომენდაციების ფარგლებში, თუ როგორ გავხადოთ სამგზავრო გადაყვანები უფრო მიმზიდველი. ბევრ ქვეყანაშია ხოლმე ეს პრობლემა, სამგზავრო გადაყვანები არის სუბსიდიის საგანი. ჩვენ ამის სუბსიდირებას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ, რადგან ვთვლით, რომ მზარდი ტურისტუილი ნაკადის პირობებში და კარგი, ეფექტური მენეჯმენტის პირობებში ეს შესაძლებელია. აქვე მინდა ვთქვა, რომ საქართველოს რკინიგზამ წელს მიაღწია ძალიან კარგ შედეგებს სატვირთო გადაზიდვებში.

საკმაოდ გაზრდილია მომგებიანობა, გაზრდილია ფინანსური შემოსავლები, ნაკადები, მიმზიდველობა. ერთის მხრივ კარგია ეს იმიტომ, რომ ზოგადად რეგიონში და დერეფანში გაიზარდა ტვირთები, კონტეინერების გადაზიდვა გაიზარდა რეკორდულად, მაგრამ ასევე არ უნდა დავუკარგოთ რკინიგზას და მის ახლანდელ მენეჯმენტს ეს დამსახურება. მათ მოახერხეს და მაქსიმალურად გაზარდეს შემოსავლები სატვირთო გადაზიდვებიდან. რაც შეეხება სამგზავროს, ეს ჯერ კიდევ გამოწვევაა და ერთად ვიმუშავებთ ამაზე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად