ნათია თურნავა: პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი ახალი კომპონენტი შეემატება – აგროტურისტული და ეკოტურისტული მცირე საწარმოების დახმარება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, 1 სექტემბრიდან პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი ახალი კომპონენტი შეემატება – დახმარება აგროტურისტულ და ეკოტურისტულ მცირე საწარმოებს. როგორც ნათია თურნავამ დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პოსტ-კოვიდ ვითარებაში ძალიან დიდი მოთხოვნა სწორედ ღია სივრცეში არსებულ ტურისტულ პროდუქტებზე და ტურისტულ აქტივობებზე წამოვიდა.

„აქედან გამომდინარე, ჩვენი ფერმერები, ვინც მოისურვებს, რომ გარდა მათი მცირე ფერმერული მეურნებისა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა, კიდევ იქვე დაამატოს მცირე სასტუმრო ან მცირე რესტორანი, ან ტურიზმთან დაკავშირებული სხვა აქტივობა – მათაც, ისევე, როგორც საექსპორტო ან იმპორტის ჩამნაცვლებელ ბიზნესებს, შეეძლებათ ერთდროულად სესხის პროცენტის სუბსიდირებით, საკრედიტო-საგარანტიო სქემით და სესხის 15%-იანი გრანტით სარგებლობა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, მთლიანობაში ძალიან ფართოვდება პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ – აქამდე თუ ის ვრცელდებოდა 211 ბიზნეს-საქმიანობაზე, ახლა მათი რიცხვი 312-მდე გაიზარდა.

კომენტარები
იტვირთება...