ნათია თურნავა NDI-ის კვლევაზე: 20-21 ივნისს პოლიციის ქმედება ლეგიტიმური იყო

ასე აფასებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის”(NDI)-ის დღეს გამოქვეყნებულ პოლიტიკური ნაწილის კვლევას, სადაც გამოკითხულთა უმრავლესობა 20-21 ივნისს მომხდარ ფაქტს უარყოფითად აფასებს.

“რაც შეეხება 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებისას, აქაც ჩანს ისევ და ისევ რომ არის გარკვეულწილად საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მცდელობა.

20-21 ივნისს, ის ზომები რაც მიიღო შსს-მ და პოლიციამ იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური, ადეკვატური და შეგახსენებთ, რომ საუბარი არის ერთ-ერთ ჩვენ ფუძემდებლურ ინსტიტუტზე, საქართველოს პარლამენტზე იერიშის მიტანაზე და იერიშის მოგერიებაზე, რაც ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი ადეკვატური ქმედებით უნდა იყოს ნაპასუხები. შესაბამისად პოლიციის ქმედება ლეგიტიმურობის ეჭვს არ იწვევს” – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად