ნათია თურნავა: მთავრობა ცდილობს ოქროს შუალედი მოძებნოს, რომ ეკონომიკა ძალიან არ დაზარალდეს

ჩვენ დღემდე ვახერხებთ დანის წვერზე გავიაროთ და ბალანსი დავიცვათ. ამ სიტუაციაში არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც ყველას მოეწონება, მაგრამ დღევანდელი დღე იყო პოზიტიური, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დამაიმედებელი ძვრების იმედი გაჩნდა.

“ამ შეზღუდვებმა საშუალება მოგვცა კონტროლქვეშ აგვეყვანა მეორე ტალღა, რომელიც, სამწუხაროდ, არ აგვცდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები თავისუფლები არიან, რომ ისაუბრონ სხვდასხვა ასპექტზე და კონსტიტუციურობაზე, მაგრამ ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ ადამიანების მთავარი ინტერესების დასაცავად, ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად.

მთავრობა ცდილობს ოქროს შუალედი მოძებნოს და ეკონომიკა ძალიან არ დაზარალდეს. მთავარი ამოცანაა, რომ შევაკაოთ პანდემია მანამ, სანამ საბოლოოდ დავამარცხებთ, აქედან გამომდინარე, ვეძებთ ბალანსს.

კაცობრიობამ კორონავირუსთან ბრძოლის უფრო მეტად ქმედითი ხერხი ჯერჯერობით ვერ მოიფიქრა, ვაქცინაცია არის, მაგრამ აქამდე პერიოდულ ჩაკეტვებს ყველა ქვეყანა მიმართავს. ვინ გვაკრიტიკებს? ისეთი ძალები, რომლებიც წინა ხელისუფლებაში იყვნენ და მათი კარგად ნამართი კრიზისი არავის ახსოვს.

ჩვენ დღემდე ვახერხებთ დანის წვერზე გავიაროთ და ბალანსი დავიცვათ. ამ სიტუაციაში არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც ყველას მოეწონება, მაგრამ დღევანდელი დღე იყო პოზიტიური, რადგან დამაიმედებელი ძვრების იმედი გაჩნდა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...