ნათია თურნავა: მთავრობა დენის კომერციული ტარიფის ფასნამატის 50 პროცენტს დაასუბსიდირებს

„ელექტროენერგიის კომერციული ტარიფის ნაზარდის, ფასნამატის 50 პროცენტი 2021 წლის განმავლობაში ადგილობრივ კვების წარმოებას დაუსუბსიდირდება. აქედან გამომდინარე, ეს წნეხი კვების პროდუქტების სამომხმარებლო ფასებზე აღარ აისახება, რაც, მერწმუნეთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ყველაზე დიდია რისკი, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ფასებში სწორედ კვების მრეწველობაში აისახოს. ეს იქნება ყველაზე მტკივნეული ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობისთვის, ვინც ისედაც კრიზისულ ვითარებაში იმყოფება“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად