ნათია თურნავა: მოქალაქეები საქართველოში წარმოებულ პირბადეებს 0.50 თეთრად შეიძენენ

ამის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, ბრიფინგზე განაცხადა.

” ქართული წარმოების პირბადეები უკვე გავუშვით სააფთიაქო ქსელებში, 400 ათასი პირბადე საწყის ეტაპზე. დაახლოებით 2 დღე იქნება საჭირო მთელი საქართველოს მასშტაბით, წამყვან სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდეს.

აქ საუბარია “ავერსზე”, “ფარმადებპო”, “პეესპეზე” და “ჯიპისი”. ეს 4 ქსელია ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი, სწორედ მათთან თანამშრომლობით დავიწყეთ პირბადეების გადანაწილება მოსახლოებისთვის. ყველაზე გვიან შაბათ დღეს, ამ ქსელებში იქნება შესაძლებელი პირბადეების შეძენა.”-ამბობს თურნავა.

ამასთან, საქართველოში წარმოებული პირბადეები სააფთიაქო ქსელში 50 თეთრად გაიყიდება. ა

” მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქსელებში აფთიაქებში, ადამიანებისთვის პირბადეები გაიყიდება 50 თეთრად თითო ცალი. ეს არის სუბსიდირებადი ფასი, სახელმწიფო მოახდენს სუბსიდირებას.”-ამბობს თურნავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად