ნათია თურნავა: მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ივლისის ბოლომდე

“შესაძლოა საზღვარგარეთ რეგულარული ფრენები 1 ივლისის ნაცვლად ივლისის ბოლოსკენ ამოქმედდეს”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულერბის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამოვდივართ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტიდან, გავაძლიეროთ ის მონაპოვარი, რასაც ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვა და ჩვენი მოსახლეობის პრევენცია ვირუსის გავრცელებისგან ჰქვია. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა და ჩვენ ივლისსშიც საკმაოდ ფრთხილად მოვეკიდებით საერთაშორისო ვიზიტორებს და ტურისტებს. აქ იქნება რამდენიმე მიმართულება, ბიზნეს ვიზიტორებისა და სტუდენტებისთვის ცალკე წესი შემუშავდება და იქნება უფრო დაცული რეგულაციები. მაგრამ, უფრო გამარტივებული შემოსვლა ჩვენ ბაზარზე.

ველოდებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, რომელმაც ჯერ მხოლოდ საკუთარი წევრი სახელმწიფოებს შორის გახსნა საზღვარი მიმოსვლისთვის.
რაც შეეხება ფრენებს, დიდი ალბათობით მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ივლისის ბოლომდე. თუმცა, ჩარტერული რეგულარული ფრენები დღესაც ხორციელდება და ივლისშიც განხორციელდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად