ნათია თურნავა: მე არასოდეს ჩემი პირადი თანხები არ შემიწირავს “ნაცმოძრაობის” სასარგებლოდ

“მე არასოდეს ჩემი პირადი თანხები, ჩემი დანაზოგი არ შემიწირავს არცერთი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ და მით უფრო ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ.” – განაცხადა ეკომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ.

“თქვენ თუ გულისხმობთ ერთ ცალკეულ ტრანზაქციას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2012 წელს, იმ დროს მე ვმუშაობდი მენეჯერად საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში. ამ კერძო კომპანიის დამფუძნებელს გააჩნდა პირადი სიმპათიები “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ და მან დააპირა დიდი თანხის გადარიცხვა პარტიის სასარგებლოდ.

სწორედ მაშინ იყო მიღებული ცვლილება კანონმდებლობაში, რომელიც ამას უზღუდავდა თანამდებობის პირებს. ამიტომ ჩემი და რამონდენიმე სხვა მენეჯერების ანგარიშები ტექნიკურად იყო გამოყენებული ამ თანხების გატარებისთვის და მხოლოდ ამ შემთხვებაზეა საუბარი. ნაციონალური მოძრაობისთვის თანხის შეწირვის სურვილი არ გამჩენია არასოდეს”.- განაცხადა თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...