ნათია თურნავა: მაისი იქნება მძიმე, ივნისიც იქნება მძიმე, მთლიანად წელიწადი არ იქნება სახარბიელო

„აპრილის თვეში 16 პროცენტიანი, უფრო მეტი – 16.6 პროცენტიანი ვარდნა ეს იყო მოსალოდნელი. ამ დროს იყო ზუსტად საგანგებო ვითარება, როდესაც ეკონომიკური საქმიანობა შეზღუდული იყო და ეს გაკეთდა შეგნებულად, რათა დაგვეცვა ჩვენი მოსახლეობა ეპიდემიის გავრცელებისგან” – ამის შესახებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

“თუმცა არ დაგიმალავთ, მაისიც ძალიან მძიმე იქნება და ივნისიც მძიმე იქნება. ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე, როგორც მთლიანად მსოფლიოში, ისევე, როგორც ევროპაში, მაგრამ ყველა მონაცემი გვაქვს იმისთვის, რომ 2021 წელი უკვე იყოს ზრდის წელი. ასეთი კონკრეტული საწარმოები, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, იქნებიან ამ წარმატების შემადგენელი ელემენტები.
მოდით, ყველამ ამაზე ვისაუბროთ გულისტკივილით, ეს არის შედეგი პანდემიის, შედეგი იმისა, რომ ეკონომიკა გავაჩერეთ, რომ არ ყოფილიყო ინფექციის გავრცელება და მეორეც – გლობალური კრიზისია, კრიზისია საქართველოშიც. მაისი იქნება მძიმე, ივნისიც იქნება მძიმე, მთლიანად წელიწადი არ იქნება სახარბიელო, რადგან მოსალოდნელი 5 პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, მივიღებთ საშუალოდ 5 პროცენტიან ვარდნას, მაგრამ 2021 წელზე უნდა გავაკეთოთ გათვლა და 2021 იქნება აღმატების წელი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 6.9 პროცენტი შეადგინა2020 წლის აპრილში საქონლის იმპორტი წლიურად 38.5 პროცენტით შემცირდა2020 წლის აპრილში საქონლის იმპორტი წლიურად 38.5 პროცენტით შემცირდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად