ნათია თურნავა ლარის კურსზე:პოლიტიკური სიმშვიდე პოზიტიურად მოქმედებს ეკონომიკაზე

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ლარის კურსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

“ჩვენი მაკროეკონომიკა არის ჯანსაღი, არ იძლევა იმის საფუძველს ვიფიქროთ, რომ საფრთხე ემუქრება, თუმცა ისიც მინდა ვთქვა რომ პოლიტიკური სტაბილურობა სიმშვიდე ეს არის ის ფაქტორები რომლებიც ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებს ეკონომიკაზე, ინვერსტიციებზე და ლარის კურსზე.

ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ ხელს ეკონომიკის გაძლიერებას და ლარის კურსის გამყარებას, მათ შორის თუნდაც იმ ახალი ინიციატივით, რასაც დღეს ვაანონსებთ ახალი ინვესტიციებით ჩვენს ეკონომიკაში. ასევე თუნცად იმით, რაც დავაანონსეთ: 12 ახალი ფრენა ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით, რაც არის უცხოური ვალუტის შემოდინების წყარო, ასე რომ ჩვენ ვვითარდებით ისე, რომ ლარს გრძრლვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ უნდა დაემუქროს.” – განაცხადა თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...