ნათია თურნავა: გეგმაზომიერად ჩამოვიყვანთ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ ბილეთები მაღალ ფასად

„დავალება მივიღეთ, სოციალური რეისები, გეგმაზომიერად ჩამოვიყვანთ ადამიანებს, ვისაც  არ აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ ბილეთები მაღალ ფასად და დავეხმაროთ, რომ სუბსიდრებადი ფასი იყოს, წამოვიყვანოთ ისინი და ეს იქნება პერიოდული პროგრამა“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“მოდით, ერთად ვიმსჯელოთ. პირველი, რომ ჩვენ რეგულარული ფრენები პირველ აგვისტომდე გადავდეთ, მაგრამ ჩარტერული ფრენები ძალიან აქტიურად ხორციელდება. მე არ გამოვრიცხავ, რომ იგივე ვიზეართან ამ რეჟიმში, ჩარტერული ფრენების რეჟიმშიც შევთანხმდეთ რაღაცაზე. მოსახლეობისთვის არსებითად სულ ერთია, ჩარტერული ჰქვია ფრენას თუ რეგულარული, თუკი ბილეთი იქნება ხელმისაწვდომ ფასში, დროულად გამოცხადებული და დროულად შესრულებული.

ჩვენ პრაქტიკულად ახლა დღეს, ხელისუფლებამ, მიუხედავად გლობალური გამოწვევისა, პანდემიის და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა, პრაქტიკულად ვახორციელებთ პროგრამას,რომელიც გვაკავშირებს საჰაერო გზებით საქართველოს და სხვადასხვა ქვეყანას სამი მიმართულებით. ერთი ეს არის, რაც დღეს გამოცხადდა და დავალება მივიღეთ, სოციალური რეისები, გეგმაზომიერად ჩამოვიყვანთ ადამიანებს, ვისაც  არ აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ ბილეთები მაღალ ფასად და დავეხმაროთ რომ სუბსიდრებადი ფასი იყოს, წამოვიყვანოთ ისინი და ეს იქნება პერიოდული პროგრამა.

მეორე მიმართულება, ეს არი კომერციული ჩარტერული ფრენები, ვისაც სურს, უბრალოდ ტურისტად ეწვიოს იმ ქვეყნებს, ვინც გვიხსნის ეტაპობრივად საზღვარს, წავიდეს, მოინახულოს სხვა ქვეყნები,ნათესავები მოინახულოს, ბიზნეს მიზეზით გავიდეს ქვეყნიდან. კომერციული, ჩარტერული რეისები არსებობს და  პერიოდულად გამოქვეყნდება და არამარტო  აირზენა შეასრულებს, ჩვენ სხვებთანაც გვაქვს მოლაპარაკება. მესამე, ეს არის რეგულარული ფრენები. რეგულარული ფრენები, როგორც მინიმუმ, პირველ აგვისტომდე გადადებულია და აბსოლუტურად ლოგიკური იყო ეს გადაწყვეტილება.

თქვენ ხედავთ, რომ ევროპული ქვეყნები, მიიღეს რა ეს 15 ქვეყნიანი რეკომენდაცია, რაც უდიდესი აღიარება და მონაპოვარია ჩვენი ეფექტური პოლიტიკის და უსაფრთხოების, ახლა ამის შიგნით თავის საკუთარ წესებს აწესებენ. ზოგმა ქვეყანამ გახსნა ამ 15 ქვეყნისთვის, ზოგმა ქვეყანამ რომელიღაცისთვის გახსნა და რომელიღაცისთვის არ გახსნა. ავსტრიამ მაგალითად, საერთოდ სექტემბრის ბოლომდე გადაწია. არ იყო მიზანშეწონილი რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა მანამ, სანამ ზუსტად არ გვეცოდინება რომელ ქვეყანასთან შეიძლება ფრენა.

წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, რომ გაგვეხსნა პირველ ივლისს რეგულარული ფრენები. ეს რომ მომხდარიყო,სტიქიურად მოხდებოდა ბილეთების გაყიდვა. მოსახლეობა შეიძენდა ბილეთებს მათ შორის იმ ქვეყნების მიმართულებითაც, ვინც  ახლა როგორც აღმოჩნდა, ჯერჯერობით არ უხსნის არაევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავის ბაზრებს, მაგალითად ვენის მიმართულებით, მაგალითად შვედეთის მიმართულებით, ვინც მინიმუმ ერთი კვირით გადადო. მაისში ჩვენ დავაანონსეთ ის, რაც ხუთიანზე შევასრულეთ. მაისიდან ჩვენ დავაანონსეთ, რომ ჩვენ ვიქნებოდით პირველები, ვინც იქნება აღიარებული ევროკავშირის მიერ, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, მათ შორის ტურისტული მგზავრებისთვის და ჩვენ ეს შევასრულეთ”. – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად