ნათია თურნავა “ევროპულ საქართველოს”: არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც ჩამოგიყვანთ მითოლოგიურ ამომრჩეველს და თქვენი რეიტინგი გაუმჯობესდება

ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების შეკითხვას ფერენების აღდგენასთან დაკავშირებით.

მინისტრის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ ქმნის ილუზიას, რომ მმართველი გუნდი უცხოეთში მყოფ მათ ამომრჩველს არჩევნებში მონაწილეობაში ხელს უშლის.

„ის პოლიტიკური მოტივი, რომ თითქოს საბერძნეთში არის ბევრი განრისხებული პოტენციური ამომრჩეველი, რომელსაც ჩვენ ხელს ვუშლით აქ შემოსვლაში, რბილად რომ ვთქვათ, სიცრუა. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს, სადაც არ უნდა იყოს, აქვს შესაძლებლობა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მე კარგად მესმის, რომ ეს არის თქვენი მცდელობა, შექმნათ ილუზია, რომ სადღაც შორს არსებობს თქვენი მასობრივი ამომრჩეველი და საქართველოს ხელისუფლება უშლის ხელს. დამერწმუნეთ, არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც ჩამოგიყვანთ თქვენ მითოლოგიურ ამომრჩეველს და თქვენი რეიტინგი გაუმჯობესდება საარჩევნოდ”, – განაცხადა  ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, საქართველოს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ჰყავს და  „ქართული ოცნების“ გუნდი  როგორც აქამდე წარმატებულად უმკლავდებოდა გამოწვევებს, ასევე წარმატებულად გააგრძლებს  ეკონომიკის გახსნის პირობებში.

შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით წარსდგა.

მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით “ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად