ნათია თურნავა: ჩვენთვის მთავარი აქცენტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა

„ჩვენთვის მთავარი აქცენტი მაინც არის, ინვესტიციების თვალსაზრისით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა სასტუმრო „ბილტმორში“, სადაც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს.

„ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენი რეიტინგები კვლავ მიმზიდველი იყოს, ჩვენი საინვესტიციო გარემო კვლავ იყოს უფრო მიმზიდველი.

ამ ფორუმისგან ხელშესახები რაც მივიღეთ, არის, რომ საქართველო რჩება ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო ბაზრად მთელს რეგიონში და ამას ადასტურებენ არა ჩვენ, მთავრობის წევრები, არამედ თვითონ ბიზნესები, უცხოელი ინვესტორები, ვინც ახორციელებს ინვესტიციებს წლების მანძილზე და უზიარებს ამ თავის პოზიტიურ გამოცდილებას პოტენციურ კოლეგებს, სხვა ინვესტორებს.“ – განაცხადა ნათია თურნავამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად