ნათია თურნავა: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენ რა საკვირველია დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს რეგიონში და გლობალურად მიმდინარე პროცესებს და ასევე ამაში გვეხმარებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ვაკეთებთ მიმდინარე პროცესების ანალიზს, მათ შორის ეკონომიკური კუთხითაც ვაკეთებთ შესაძლო საფრთხეების გაანალიზებას რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მთლიანობაში საერთაშორისო თანამეგობრობაც მშვიდობიან გამოსავალს იპოვის და პროცესები დეესკალაციისკენ წავა. ამ ეტაპზე ეკონომიკური კუთხით ჯერჯერობით რაიმე სერიოზული ზეგავლენების ფაქტს ჩვენ ვერ ვხედავთ თუმცა ვაგრძელებთ მონიტორინგს, ანალიზს და ამ კუთხით ვართ ძალიან დიდი ყურადღებით”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად