ნათია თურნავა: ჩვენი ზოგიერთი ოპოზიციონერი, განსაკუთრებით ულტრარადიკალური ნაწილი, ჩარჩენილია წარსულში

“მე ძალინ დიდი იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერებას მოუხმობენ ჩვენი ოპოზიციონერები, გადაიტანენ თავის პროტესტს და პოლიტიკურ ბრძოლას საპარლამენტო ფორმატში. ეს არის ერთადერთი, აპრობირებული ცივილიზებული გზა. აქეთკენ მოგვიწოდებენ ორივე მხარეს და პირველ რიგში მათ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.” – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“თქვენ იცით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები ამასთან დაკავშირებით და ცალსახად მოუწოდებს ოპოზიციას თავი დაანებოს დესტრუქციულ ბოიკოტს და ნებისმიერი პოლიტიკური ბრძოლა, დებატები გადაიტანონ საპარლამენტო ფორმატში. საინტერესო მეტაფორაც კი გამოიყენეს, რომ ეს ბოიკოტი ჰგავს ერთხელ ნანახი ფილმის ხელახლა ყურებას. ეს იმას, ნიშნავს და ირიბად არის ნათქვამი, რომ ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი, განსაკუთრებით ულტრარადიკალური ნაწილი ჩარჩენილია წარსულში და საზოგადოებრივ დაკვეთა არის სხვა.
სზოგადოებრივი დაკვეთა არის მშვიდობიანი ევოლუცია, მშვიდობიანი განვითარება. საპარლამენტო გზა და არა ქუჩა.
ამიტომ,ჩვენი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბნეიში და არ გავიდა მასობრივად ქუჩაში, რაც უფრო მალე მიხვდებიან ოპოზიციონერები რა არის მათი ამომრჩევლსი დაკვეთა და მათ შორის ქართული საზოგადოების დაკვეთა, მით უფრო ადეკვატურები იქნებიან ისინი და დარჩებიან პოლიტიკურ ასპარეზზე.” – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად